Bitstamp-მა აქტივების დაზღვევის მექანიზმი შემოიღო

0
1059

ციფრული ვალუტის ბირჟამ, Bitstamp-მა სადაზღვევო ზომები კრიპტო სივრცესთან დაკავშირებული ზოგიერთი გაურკვევლობის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიღო.

Bitstamp–ის განცხადებაში აღწერილია კომპანიის განახლებული სადაზღვეო და უსაფრთხოების ზომები:

”პოლიტიკა მოიცავს კრიმინალთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: თანამშრომლების ქურდობა, დანაკარგები, როდესაც აქტივები ინახება ნებისმიერ შენობაში, სატრანზიტო დანაკარგები, კომპიუტერული თაღლითობებით გამოწვეული ზარალი, ან თანხების გადაცემის თაღლითობებით გამოწვეული ზარალი, ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია იურიდიულ გადასახადებთან და ხარჯებთან”.

უნდა აღინიშნოს, რომ Bitstamp-ი თანამშრომლობს ისეთი ციფრული ვალუტის ბირჟასთან, როგორიც არის უინკლევოსების ბირჟა.

შეგახსენებთ რომ, ამჟამად, ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა Bitstamp-ია. ციფრული ვალუტის ბირჟა 2011 წლის ივლისში დაარსდა.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Bitstamp-ის სავაჭრო მოცულობა 13.13%-ით არის შემცირებული. ბირჟის ვაჭრობის საერთო მოცულობა კი 290 მილიონ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი