კვლევა: კრიპტო ინდუსტრიამ 2021 წელს 2020-თან შედარებით მეტი დაფინანსება მიიღო

0
1105

ახალი ანგარიშის თანახმად, კრიპტოვალუტასთან და Blockchain-თან დაკავშირებულმა კომპანიებმა ამ წლის პირველ კვარტალში უფრო მეტი თანხა მიიღეს, ვიდრე 2020 წელს.

2021 წლის პირველ კვარტალში 129 სტარტაპმა, რომლებიც კრიპტო და Blockchain ტექნოლოგიაზე არიან ორიენტირებულები, ჯამში 2.6 მილიარდი დაფინანსება მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ანალიტიკური კომპანიის CB Insights-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2020 წლის განმავლობაში, კრიპტო და Blockchain კომპანიებმა 341 გარიგებაში ჯამში 2.3 მილიარდი დოლარი მოიზიდეს.

მონაცემების თანახმად, 2018 წელი რეკორდული იყო კრიპტო ინდუსტრიაში უზრუნველყოფილი დაფინანსების მხრივ, სადაც მთლიანი დაფინანსება 3.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

CB Insights–ის თანახმად, 2021 წელს გაზრდილი დაფინანსება გამოიწვია რამდენიმე დიდმა საფონდო დაფინანსების რაუნდმა, მათ შორის, ამერიკული კრიპტო სესხის გამცემმა, BlockFi-მ, კანადურმა Blockchain-ზე დაფუძნებულმა თამაშების მწარმოებელმა, Dapper Labs-მა და გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა Blockchain.com-მა.

მხოლოდ ამ სამმა კომპანიამ 1.1 მილიარდი დოლარის შეგროვება მოახერხა.

ამასთანავე, ანალიტიკოსების ვარაუდით, 2021 წელი 2020-ს კრიპტო კომპანიების მატების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აჯობებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი