ჩინეთის ცენტრალური ბანკი: ეროვნული ციფრულ ვალუტა უნდა დარეგულირდეს

0
1857

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, რომელიც ციფრული იუანის სახელით არის ცნობილი, ქვეყნის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით უნდა დარეგულირდეს ფულადი სახსრების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის მოადგილემ, ფან იფეიმ გამოკვეთა ციფრული იუანის მუშაობის ძირითადი მარეგულირებელი პრინციპები.

მან აღნიშნა რომ ეროვნული ციფრული ვალუტა ჩვეულებრივი ქაღალდის ვალუტის ტოლფასია და არსებული რეგულაციები სრულად აკონტროლებს ორივე მათგანს, შესაბამისად ორივე ვალუტა მარტივად ხელმისაწვდომია როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ბიზნეს სექტორისათვის.

სწორედ ეს უზრუნველყოფს ციფრული იუანის პოპულარობას.

განცადებაში ფან იფეიმ ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ციფრული ვალუტის ქვეყანაში ფართო გავრცელებას და მისი საშუალებით მცირე და დიდი სესხების დაფარვის შესაძლებლობებს განიხილავს.

მისი განცხადებით, ციფრული ვალუტა უნდა შესაბამებოდეს კანონებსა და რეგულაციებს, რომლის თაოაბზეც უკვე მუშაობენ შესაბამისი ორგანოები.

ციფრული იუანის პილოტირება ჩინეთის მრავალ რეგიონში მიმდინარეობს, მათ შორის პეკინში, ტიანჯინსა და ჰებეიში.

აგვისტოს ბოლოს კი Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოყენებას 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი