26 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1503

ოთხშაბათს, 26 დეკემბერს ციფრული ვალუტების ბაზრებზე განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა. ბიტკოინის ფასი კვლავ 3.800 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას.

როგორც ჩანს, ბიტკოინი კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელებს 3.800 დოლარის ფარგლებში მოძრაობას. ბიტკოინის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ დანარჩენი ალტკოინების ფასებიც განსაკუთრებულად არ იცვლება.

ბიტკოინის კურსს ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 0.49%-ით შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 3.819 დოლარზე გაიხსნა და 3.857 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება რიპლის: განსაკუთრებული ფასის ცვლილება არც რიპლის კურსს განუცდია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 0.35-სა და 0.36 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამჟამად, რიპლის კურსი 0.35 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 127 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი