Gemini მომხმარებლისთვის მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების ხარისხს ზრდის

0
1275

აშშ-ში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Gemini–მ განაცხადა, რომ ბირჟის მობილური აპლიკაციისთვის უსაფრთხოების სისტემას ამკაცრებს.

“Gemini-ს მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ გამოიყენოთ USB და ახლომდებარე კომუნიკაცია, ან “უსაფრთხოების გასაღები”, რათა უსაფრთხოდ გადმოწერონ Gemini-ს მობილური აპლიკაცია”, – აღნიშნულია ბირჟის ოფიციალურ განცხადებაში.

აპრილის ბოლოს ძმები უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟამ, Gemini-მ უსაფრთხოების ახალი კვალიფიკაცია, SOC 1 ტიპის პირველი სერთიფიკატი მიიღო.

კომპანიის რისკის მართვის ხელმძღვანელმა, იუსუფ ჰუსეინმა განაცხადა, რომ Gemini გახდა მსოფლიოში პირველი ციფრული ვალუტის კრედიტორი და ბირჟა, რომელსაც მიენიჭა მომსახურების ორგანიზაციის კონტროლის SOC 1 ტიპის პირველი სერთიფიკატი.

SOC 1 საფეხურის ჩაბარება ნიშნავს, რომ ბირჟის ფინანსური ოპერაციები და მომხმარებელთა ანგარიშგების კონტროლი აკმაყოფილებს სერთიფიცირებულ საზოგადო ბუღალტერთა ინსტიტუტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

სერთიფიკატის მიღების შედეგად დადგინდა, რომ ციფრული ვალუტის ბირჟას შეუძლია შეამციროს შეცდომების ალბათობა და მონაცემების დაკარგვის რისკი.

შეგახსენებთ, რომ ქემერონ და ტეილორ უინკლევოსებმა კრიპტოვალუტის კურსის პროგნოზისას განაცხადეს, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი