შვეიცარიას არ სჭირდება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილება Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შეთანხმებების შესახებ.
ფედერალური საბჭოს განცხადების თანახმად, არსებული საგადასახადო კანონი მოქმედებს Blockchain ინდუსტრიის განვითარებისთვის.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა, შემოსავლის, მოგების, სიმდიდრის, კაპიტალის მოგების გადასახადების, ისევე როგორც დღგ-ს შესახებ Blockchain-ზე დაფუძნებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით არ შეიცველება.
”ამრიგად, ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტებისთვის სპეციალური საგადასახადო დებულებების შემუშავება საჭირო არ არის”,- მკაფიოდ აღინიშნა ფედერალური საბჭოს განცხადებაში.
ამასთანავე, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო ორგანოს 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობაში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევებიც დაფიქსირდა.
“ფულის გათეთრების ტრადიციული საშუალებების გარდა, ფინანსურ ინდუსტრიას Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის მხრიდან შესაძლოა, ახალი საფრთხე ემუქრებოდეს”,- ნათქვამი იყო დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ყველაზე მსხვილი საწარმოების თვითრეგულირების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შვეიცარიის კომპანიების გარკვეულ ნაწილს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნლოგიასთან ჰქონდა კავშირი.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ასეთი კომპანიების რაოდენობა 88-ს შეადგენს.