Foxbit-ის დამფუძნებლის კაპიტალი ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად გაუმჯობესდა

0
913

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 წლის გოგონამ 6,500%–ზე მეტი მოგება ერთი ბიტკოინისგან მიიღო, რომელიც მას საჩუქრად გადასცეს.

ბრაზილიური კრიპტოვალუტის ბირჟის, Foxbit-ის დამფუძნებელმა, ჟოაო კანჰადამ ქალიშვილს 1 ბიტკოინი აჩუქა.

”როგორც კი ჩემი ქალიშვილი დაიბადა, 2017 წელს, მე ვიყიდე მისთვის 1 ბიტკოინი, არა მხოლოდ საჩუქრად, არამედ როგორც ინვესტიციის საშუალება ამ ახალ ეკონომიკაში. იმ დროს, ბიტკოინი 5000 ბრაზილიური რეალი ღირდა”,- განაცხადა გოგონას მამამ.

შესყიდვიდან ცოტა ხანში კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მიმდინარე პერიოდში კი 60,000 დოლარზე მეტს შეადგენს.

აპირებს თუ არა კანჰადა აღნიშნული ბიტკოინის გაყიდვას უცნობია. მას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ მარტში ბრაზილიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაამტკიცა და ხელმისაწვდომი გახადა ბანკებისათვის ორი კრიპტოვალუტის სერვისი.

პირველი ეს არის ბიტკოინი, რომელსაც 100%-ით უჭერს მხარს, ხოლო მეორე სერვისია ხუთი კრიპტოვალუტისაგან შემდგარი ჯგუფი.

აღნიშნული, რასაკვირველია, ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის უფრო მარტივ კავშირს შეერთებულ შტატებთან, რადგან ბრაზილიის მარეგულირებელი ისევე, როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი