ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 50.000 დოლარამდე გაიზარდოს

0
1038

Bloomberg–ის სასაქონლო სტრატეგის, მაიკ მაკგლონის თქმით, ბიტკოინი გააგრძელებს 50.000 დოლარისკენ ზრდას. იგი მიიჩნევს, რომ ინვესტორებისთვის ინოვაციაა ოქროდან ციფრულ ვალუტაში ინვესტიციების გადატანის ტენდენცია.

მაიკ მაკგლონის განცხადებით, 2024 წლისათვის ციფრული ვალუტა ოქროსავით სტაბილური გახდება და მიიზიდავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რაც თავისთავად აისახება მის იმ დროისათვის მაღალ ფასზე.

კვირის დასაწყისში მაიკ მაკგლონმა გააკეთა მოხსენება, რომელშიც ის ბიტკოინს მომავალ გლობალურ სარეზერვო საცავად მოიხსენიებს. მოხსენებაში მოყვანილი იქნა მტკიცებულებები, სადაც ჩანს თუ როგორ გადადის თანხები ოქროდან ბიტკოინში. ის ასევე ხაზს უსვამდა დაჩქარებულ ნაკადებს Grayscale Bitcoin Trust-ში.

საინვესტიციო კომპანიამ 2020 წლის განმავლობაში GBTC ფონდი 1%-დან 10%-მდე გაზარდა.

ამჟამინდელი 260 დღიანი ცვალებადობა ბიტკოინისთვის შეადგენს 50%-ს. ამით ის უტოლდება ოქროს 1980 წლის არასტაბილურობის დონეს.

მაიკ მაკგლონმა ასევე ისაუბრა ეთერიუმის შესახებ. მან ფასის ზრდის არგუმენტად 2017 წლის მეორე ნახევრის მონაცემები მოიშველია, როდესაც ალტკოინის კურსმა 1.000 დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი