კვიპროსის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის სექტორის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

0
1116

კვიპროსსზე კრიპტოვალუტის ინდუსტრია მარეგულირებელ წესებს ემორჩილება. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის სექტორზე რისკის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაცია უზრუნველყოფს რისკის შეფასებას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ, ციფრულ ვალუტებთან და კრიპტოვალუტის სერვისის პროვაიდერებთან არის დაკავშირებული.

კვიპროსის ფინანსთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს შეზღუდული გამოცდილება ქვეყანაში კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებისა.

“კვიპროსის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (CySEC) და სხვა ადგილობრივმა აღმასრულებელმა ორგანოებმა კრიპტო სექტორის შესწავლის პოზიტიური შედეგი აჩვენეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ საჭიროა ციფრული ვალუტის სექტორის უფრო სიღრმისეული გამოკვლევა და კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსი ციფრული ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ამ წლის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსის ხმელთაშუაზღვის კლინიკა, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კერძო სამედიცინო დაწესებულება, COVID-19-ის ვაქცინაციის ჩანაწერს VeChain-ზე შეინახავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი