შვეიცარიის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი მომხმარებელს კრიპტოვაჭრობის მომსახურეობას შესთავაზებს.
170 წელზე დიდი ხნის ისტორიისმქონე შვეიცარიულმა ბანკმა, Bordier & Cie-მ Sygnum-თან ახალი საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა. აღნიშნულის მიზეზი და მიზანი კი კრიპტო სავაჭრო ოპერაციების დაწყებაა.
Sygnum–ის ინტეგრაცია ბიზნეს საბანკო პლატფორმასთან ერთად Bordier–ის კლიენტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ Cash-ი და Tezos-ი. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული გაერთიანება შემდეგნაირადაა აღწერილი; „საფუძველი ჩაეყარა რეგულირებადი ციფრული აქტივების პროდუქტებისა და სერვისების უფრო ფართო შემოთავაზებას”.
Bordier-ის მმართველმა პარტნიორმა ევრარ ბორდიერმა კი განაცხადა:
”Sygnum-თან პარტნიორობით, ჩვენს კლიენტებს ვუხსნით ახალ შესაძლებლობებს, ვთავაზობთ ინტეგრირებულ გადაწყვეტას და ვაძლევთ შესაძლებლობას ინვესტიცია ჩაიდონ ამ ახალ, მაღალი ზრდის აქტივების კლასში, რომელსაც სრულად მიენდობიან.”
მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გამოწვეულია კლიენტების მხრიდან მოთხოვნის გაზრდით, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პორტფელის ახალი აქტივებით დივერსიფიცირებას.