კრიპტობირჟა Bitfinex-ს მოპარული კრიპტოვალუტების მცირე ნაწილი დაუბრუნდა

0
1701

ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა უწყებამ Bitfinex-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ 104.000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა კრიპტობირჟას უკან დაუბრუნა.

თუმცა ბირჟას ჯერ მხოლოდ 27.7 ბიტკოინი დაუბრუნეს. 2016 წლის აგვისტოში კი ჰაკერებმა 120.000 ბიტკოინი მოიპარეს.

მას შემდეგ, რაც ზოგიერთი მოპარული კრიპტოვალუტა ბირჟას დაუბრუნეს Bitfinex-მა აღნიშნა, რომ ისინი ახლა ციფრული ვალუტის დოლარში კონვერტაციას მოახდენენ.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Bitfinex-ი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ამბობდა, რომ აშშ-ს მთავრობა თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის დასაწყისიდან, კრიპტო საზოგადოებას უკვე აქვს კრიპტოვალუტის ბირჟებზე ჰაკერების ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ახალ ზელანდიაში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟა, Cryptopia გახდა ჰაკერების თავდასხმის ობიექტი.

ჰაკერებმა ბირჟიდან 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.

მანამდე კი, რამდენიმე თვით ადრე ბულგარეთში ჰაკერებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტები მოიპარეს.

როგორც სოფიას პროკურატურა იტყობინებოდა, გამოძიება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ ჟანდარმერია ჰაკერების კვალზე გავიდა და სამი მათგანი დააკავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი