ევროპარლამენტმა ბანკებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნები წაუყენა

0
767

ევროკავშირის კანონმდებლები მხარს უჭერენ უფრო შემზღუდველ კაპიტალის მოთხოვნებს კრიპტოვალუტის მქონე ბანკებისთვის.

ევროპარლამენტის ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც კრიპტოვალუტის მფლობელ ბანკებს მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს.

გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებებს, სადაც კაპიტალის რეგულაციები იყო მოთხოვნილი.

საკანონმდებლო დაწესებულებამ განაცხადა, რომ ცვლილებები ემთხვევა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის (BCBS), ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო საბანკო სტანდარტებზე.

ჯგუფმა გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტები 2019, 2021 და 2022 წლებში, რომლებიც იკვლევდნენ კრიპტოვალუტების ჯგუფებად დაყოფას და რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ბანკებმა პოტენციური რისკების წინაშე და მათში კრიპტოვალუტა უცილობლად მოიაზრებოდა.

BCBS იტყობინება, რომ ბანკების საერთო მოცულობა კრიპტოვალუტებთან შედარებით 2021 წლისთვის 9 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

საკონსულტაციო დოკომენტის ძალაში შესასვლელად მრავალი კენჭისყრის ჩატარებაა საჭირო, რომელი პროცესიც ჯერ საწყის ეტაპზეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი