სპენსერ ბოგარტი: ბიტკოინის ფასის კლების ტენდენცია ნელ-ნელა სრულდება

0
2280

ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის კომპანიამ Blockchain Capital-ის ექსპერტმა სპენსერ ბოგარტმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი უკიდურესად არის დაცემული.

ამის შესახებ სპენსერ ბოგარტმა CNBC-ისთან ინტერვიუში აღნიშნა.

ინტერვიუს დროს ბოგარტმა განაცხადა, რომ აქამდე უკვე დაფიქსირებული ფასის მაღალი ნიშნულებიდან ბიტკოინის კურსი 70%-ით არის შემცირებული. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ფასის კლების ტენდენცია ნელ-ნელა სრულდება.

ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მალე დაიწყებს ზრდას.

“გასული წლის დასასრულს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე იყო ციფრული ვალუტის შესახებ გავრცელებულ ნეგატიურ ამბებს კრიპტოვალუტის კურსზე არ უმოქმედია”,- განაცხადა სპენსერ ბოგარტმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოგარტის პროგნოზირები ბიტკოინის შესახებ ემთხვევა ისეთი მსხვილი საბაზრო მოთამაშის პროგნოზს, როგორიცაა კრიპტოვალუტის საინვესტიციო ფირმის Galaxy Capital Management-ის დამფუძნებელი, მაიკ ნოვოგრაცი. ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ფასები წლის ბოლოს მკვეთრად დაიკლებდა.

სამხრეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე საუბრისას მაიკ ნოვოგრაციმ ასევე განაცხადა, რომ მომდევნო ორ-სამ წელიწადში ბევრი კომპანია კრიპტოინდუსტრიით დაინტერესდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი