ამ კვირაში G7 ჯგუფი სტაბილკოინის საკითხს განიხილავს

0
1363

იაპონიის ფინანსთა მინისტრმა, ტარო ასომ განაცხადა, რომ G7-ის ფინანსური ლიდერები 12 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტებს.

მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა იქამდე არის საჭირო სანამ კრიპტოვალუტის დაბეგვრაზე შედგება საუბარი.

როგორც ცნობილია, შეხვედრას უხელმძღვანელებს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი. პარასკევს, შეხვედრა სტაბილკოინის თემაზე საუბრით დაიწყება. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიები.

G7-მა ახლახანს მოითხოვა ციფრული ვალუტების რეგულირების პრიორიტეტული პროგრამებისა და პროტოკოლების შემუშავება. ორგანიზაციამ გაიმეორა ოქტომბრის განცხადება, გასულ თვეში გამართულ შეხვედრაზე, ციფრული გადასახადების სექტორის მკაცრი კანონმდებლობის მოთხოვნით.

2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სტაბილკოინს შეეძლება ფინანსების ეფექტურად მართვა და ბიოროკრატიული ხარჯების შემცირება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამა თუ იმ, ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა ქვეყნების მიერ დაწესებულ, ინდივიდუალურ მარეგულირებელ სისტემას უნდა მოერგოს.

შეგახსენებთ რომ, შვიდეულითა ჯგუფი არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შედგება ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებისგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი