შანხაის საფონდო ბირჟა და ჩინეთის სადაზღვევო აქტივების მენეჯმენტის ასოციაცია შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც სადაზღვევო და საპენსიო ინდუსტრიების გაუმჯობესებას გულისხმობს. პარტნიორები სისტემის გაუმჯობესებისთვის Blockchain-ის გამოყენებას აპირებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ შანხაის საფონდო ბირჟა, რომელიც არის მსოფლიოში რიგით მეოთხე უმსხვილესი საფონდო ბირჟა, შეუერთდა რამდენიმე მსხვილ სადაზღვევო ინდუსტრიის მოთამაშეს, მათ შორის IAMAC-ს, Changjiang-ის საპენსიო სადაზღვევო კომპანიას, ტოკიოს Maritime Sunshine-ს და სხვა კომპანიებს, რათა სისტემაში Blockchain ტექნოლოგია ეტაპობრივად დაინერგოს.
პარტნიორების მიერ ერთობლივი განცხადების თანახმად, თანამშრომლობის მიზანია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ახალი, მაღალეფექტური, იაფი და უსაფრთხო სადაზღვევო ინდუსტრიის შექმნა.
“მოსახერხებელი და ეფექტური სისტემის განვითარება, ვიზუალური მონიტორინგი და ოპერაციული პლატფორმა- ეს ის არის, რაც Blockchain ტექნოლოგიით არის შესაძლებელი”,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შანხაის საფონდო ბირჟამ, რომლის ბაზრის კაპიტალიც 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია გაზარდოს ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის გამჭვირვალობა.