გიბრალტარის საფეხბურთო გუნდი მოთამაშეებს კრიპტოვალუტით გადაუხდის

0
2031

გიბრალტარი კრიპტოვალუტის მიმართ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულად გაწყობილი ქვეყანაა. გიბრალტარის ადგილობრივმა საფეხბურთო გუნდმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელების ანაზღაურება კრიპტოვალუტით ექნებათ.

გიბრალტარის საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1943 წელს დაარსდა და ამჟამად თამაშობს გიბრალტარის საფეხბურთო ლიგის პრემიერლიგის დივიზიონში.

როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კლუბის სპონსორი და პარტნიორი პაბლო დანა ასევე ინვესტიციებს ახორციელებს კრიპტოვალუტის სფეროშიც. პაბლო დანამ ბრიტანეთის Guardian-ს განუცხადა, რომ ყველა მოთამაშის კონტრაქტში შემდეგი სეზონიდან კრიპტოვალუტით გადახდა იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი წინადადება თურქეთის საფეხბურთი ნაკრებმა Harunustaspor-მა იანვარში გააჟღერა. კლუბი ოფიციალურ განცხადებაში ამბობდა, რომ ახალ მოთამაშეს ნაწილობრივ ბიტკოინში გადაუხდიდა.

კლუბის ხელმძღვანელმა ჰალდუნ საჰიტიმ CNN Turk-თან აღნიშნა, რომ მან დაიქირავა 22 წლის ომარ ფარუკი, რომელსაც 2000 ლირას (528 დოლარს) ბიტკოინში, ხოლო 2500 ლირას (661 დოლარი) ქეშად გადაუხდიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი