აშშ-ს მარეგულირებელი კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობს

0
1642

ამერიკის შეერთებული შტატების სასაქონლო სავაჭრო კომისიის ტექნოლოგიების მრჩეველთა კომიტეტმა განიხილა კრიპტოვალუტისა და ლეჯერ ტექნოლოგიების რეგულაციის საკითხი.

კომიტეტმა განიხილა რამდენიმე სხვადასხვა ანგარიში.

თემის გათვალისწინებით, კომიტეტის თავმჯდომარემ ბრაიან ქუინტენსმა განაცხადა, რომ ეთერიუმის proof-of-stake პროტოკოლზე გადასვლა კითხვებს ბადებს, მათ შორის სამართლებრივი კუთხით.

მოხსენება ასევე წარმოადგინეს ამერიკელ ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა, ქეთრინ ტრკლამ და ჩარლი მილსმა. მათი გამოსვლა ეძღვნებოდა ბოლოდროინდელ ანგარიშს, რომელსაც ეწოდება “ციფრული აქტივები: ფედერალური და სახელმწიფო იურისდიქციის საკითხები”. ანგარიშში განხილულია კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის რეგულაცია.

ერთი თვის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მარეგულირებლი თვითრეგულაციის სისტემასაც განიხილავდა. ბრაიან ქუინტენსმა განაცხადა, რომ, რადგან მარეგულირებელს ციფრული ვალუტის სრულფასოვანი ზედამხედველობისთვის საჭირო შესაძლებლობა არ გააჩნია მაშინ კრიპტო პლატფორმებმა ერთობლივად უნდა ჩამოაყალიბონ გარკვეული ტიპის თვითრეგულირების სისტემა.

ბრაიან ქუინტენზის თქმით, ასეთმა ორგანიზაციამ შეიძლება განახორციელოს აუდიტი, გააკონტროლოს სავაჭრო ოპერაციები და დარღვევების დროს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი