Blockchain სისტემა სულ უფრო და უფრო დაცული ხდება

0
1897

BNP Paribas და Curv წარმოადგენენ უაღრესად დაცულ მეთოდს კონფიდენციალურურობის მონაცემების გადასაცემად.

ფასიანი ქაღალდების სერვისის პროვაიდერმა BNP Paribas-მა Curv-ის დახმარებით, ახლახანს დაასრულა კონცეფციის დამუშავება, რომელიც აიქლაუდ სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით იმუშავებს. კონფიდენციალურობის გადაცემა მოხდება Curv-ის მოწინავე ტექნოლოგიებით, რომელიც თავის მხრივ, Blockchain-ზეა დაფუძნებული.

აღნიშნული ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ ხელმოწერა მოხდეს მათემატიკური მონაცმეების დახმარებით, რაც მის სიზუსტეს უტყუარს გახდის.

BNP Paribas–ის ფინანსური შუამავლების გლობალური ხელმძღვანელის, ბრუნო კამპენონის თქმით, ეს ნაბიჯი არის ინტეგრირებული მეურვეობის გადაწყვეტისკენ, რომელიც აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ასევე რეგულირებულ ციფრულ აქტივებს.

კონცეფციის მტკიცებულება შეიძლება შეფასდეს, როგორც გარკვეული მეთოდის ან იდეების რეალიზაცია მისი მიზანშეწონილობის დემონსტრირებისთვის.

იგი ხშირად განიხილება, როგორც პროტოტიპი სრულად ფუნქციონალური პროგრამისაკენ მიმავალ გზაზე.

Curv-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იტალი მელინგერმა განაცხადა, რომ გლობალური ფინანსური მოთამაშე, როგორიცაა BNP Paribas, ციფრულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი