ყაზახეთი კრიპტოვალუტას ლიბერალურ რეგულაციებს დაუწესებს

0
2679

ყაზახეთი ცენტრალურ აზიის ეკონომიკური ცენტრია. ბოლო პერიოდია ქვეყნის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულაციების საკითხზე მუშაობს. მთავრობის წევრების მოსაზრებები ორ ნაწილად იყოფა, ნაწილს სურს კრიპტოვალუტის აკრძალავა, ხოლო მთავრობის წევრთა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნაში კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო უნდა შეიქმნას.

ამის გათვალისწინებით ქვეყანა სავარაუდოდ, ბელორუსის მაგალითზე შეაჩერებს არჩევანს.

ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის რეგიონალურ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც გააკონტროლებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეთავაზება უფრო მეტად არის ლიბერალური, ვიდრე ცენტრალური ბანკის, მთავარი მარეგულირებლის განცხადება, რომელიც კრიპტოვალუტის ვაჭრობის და ზოგადად კრიპტობიზნესის აკრძალვას მოითხოვდა.

ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის ხელის შეწყობას, რათა მათ კრიპტოსფეროში თავისუფლად განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

კანონმდებლები კონსტიტუციის ფარგლებში კრიპტოვალუტის კლასიფიკაციას მოახდენენ და კრიპტოვალუტის ბირჟის ოპერატორების რეგულირებისა და ლიცენზიის მიღების მექანიზმებს შემოიღებენ. შემოთავაზებულ საკანონმდებლო რეგულაციების კონტექსტში შედის პირველადი მონეტარული შეთავაზებება (ICO) და “ჭკვიანი კონტრაქტებიც”.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსია, რომლის მაგალითით ხელმძღვანელობას ცდილობს ყაზახეთის მთავრობა, კრიპტოვალუტის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა. მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციების თანახმად, ინვესტორს, რომელსაც სურს ბელორუსის კრიპტოსივრცეში ვაჭრობა, არ არის სავალდებულო ქვეყანაში ცხოვრობდეს. მთავარია კომპანია ბელორუსში იყოს დარეგისტრირებული. თუმცა, ამისთვის ინვესტორს ადგილობრივი ბანკის ანგარიშზე სულ ცოტა 500,000 დოლარი სჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი