21 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2388

გუშინ, 21 აგვისტოს თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა 3-6 პროცენტით დაიკლო.

მიუხედავად ამისა, ბიტკოინის ფასი შედარებით გამყარდა და 6.500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბიტკოინის კურსს ბოლო 24 საათის განმავლობაში განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. 21 აგვისტოს კრიპტოვალუტის ფასი 6.400 დოალარს შეადგენდა.

ყოველკვირეულ ჩარტში, ბიტკოინის ფასის მომატების მაჩვენებელი 6.3%-ია, ხოლო კრიპტოვალუტის ყოველთვიური ზარალი კვლავ 13.4%-ს შეადგენს.

21 აგვისტოს ეთერიუმის ფასი 277 დოლარი იყო. წინა დღესთან შედარებით კრიპტოვალუტის კურსი 4%-ით შემცირდა.

კვირის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასს 8%-იანი გაუმჯობესება აქვს. გაუმჯობესების მაჩვენებელი დამოკიდებულია ალტკოინის ფასის კონკრეტულ წერტილზე, რომ 260 დოლარს შეადგენს. 260 დოლარი არის ერთგვარი ზღვარი, რომელსაც კრიპტოვალუტა არ უნდა ჩამოსცდეს.

მიუხედავად ამისა, თვის განმავლობაში კვლავ რჩება კლების ტენდენცია, რომელიც 40%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 21 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 209.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი