მაინინგის კომპანია DMG Blockchain-თან ითანამშრომლებს

0
1253

Argo არის კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია, რომელიც მოიპოვებს ბიტკოინს.

Argo-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაიწყებენ პარტნიორობას Blockchain ტექნოლოგიის კომპანიებთან, რათა უზრუნველყონ 100%-ით სუფთა ენერგიაზე მომუშავე საწარმოების შექმნა. კომპანიის მიზანს ძველი საწარმოების განახლებაც წარმოადგენს.

Argo პარტნიორობას იწყებს DMG Blockchain-თან, რათა შეიქმნას Terra Pool პლატფორმა, რომელიც იმუშავებს სიჩქარეზე და თავიდან აიცილებს გარემოს დაბინძურებას.

Argo არის გაერთიანებული სამეფოში დაფუძნებული ციფრული ვალუტის მაინინგის კომპანია, რომელსაც აქვს სამი ოპერატიული ობიექტი კანადაში.

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ 320 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ტექსასში შეიძინა. Argo მიწის ნაკვეთს მაინინგის სამუშაოებისთვის გამოიყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანია დამატებით ელექტროენერგიას მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია განახლებადი ენერგიის წყაროებზე აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ქუბექის ენერგეტიკის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის მაინინგის შესახებ წესები 2019 წელს შემოიღო.

რეგულაციების თანახმად, მარეგულირებელმა ენერგეტიკის მწარმოებელს, ჰიდრო-ქუბექს დამატებითი 300 მეგავატის გამოყოფა უბრძანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი