6 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1474

სამშაბათს, 6 ნოემბერს კრიპტოვალუტის ბაზარები საგრძნობლად გაუმჯობესდა. გუშინ, თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კაპიტალიზაციამ მოიმატა.

ბიტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელოდ, 0.3%-ით გაუმჯობესდა. თუმცა მიუხედავად ამისა, დღის ბოლოს კრიპტოვალუტის ფასი 6.447 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 6.400 დოლარის ნიშნულსაც ჩამოსცდა, თუმცა ზრდა მალე მოახერხა.

ამასთანავე, ბიტკოინის კურსის შემცირების მაჩვენებელი ბოლო 30 დღის განმავლობაში 2%-მდე მერყეობს.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 210 დოლარს ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 206-დან 215 დოლარამდე გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ ალტკოინის ფასი 3.64%-ით გაუმჯობესდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კაპიტალიზაციამ 22 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 217 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი