ფილიპინების მარეგულირებელი საზოგადოებას Binance-თან ურთიერთობას არ ურჩევს

0
918

ფილიპინების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გააფრთხილა საზოგადოება კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ში ინვესტირებისაგან თავის შეკავების შესახებ.

ეს იყო პასუხი კრიპტო ბირჟისადმი, რომელიც კრიპტო პოლიტიკის ანალიტიკური ფირმის Infrawatch PH-ის მიერ SEC-ს ბირჟის წინააღმდეგ ზომების მიღებას ეხებოდა.

SEC-ის დირექტორის, ოლივერ ლეონარდოს, მიერ გაგზავნილ წერილში საზოგადოებას ურჩიეს თავი შეიკავონ ინვესტიციებისგან.

გარდა ამისა, SEC-მა აღნიშნა, რომ Binance-ი არ არის რეგისტრირებული კორპორაცია.

„Binance-ი არ ფლობს აუცილებელ უფლებამოსილებას და/ან ლიცენზიას ინვესტიციების მოთხოვნისთვის, რადგან მხოლოდ რეგისტრირებულ კორპორაციებს შეუძლიათ განაცხადონ და მიიღონ საჭირო ლიცენზიები ინვესტიციების მოთხოვნისთვის”,- განაცხადა SEC-ის დირექტორმა.

წერილში ხაზგასმულია, რომ Binance-ი არღვევს ისეთ კანონებს, როგორიცაა ფასიანი ქაღალდების რეგულირების კოდექსი და კორპორაციის განახლებული კოდექსი, რომელიც აღსრულებულია SEC-ის მიერ.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მსხვერპლის არსებობის შემთხვევაში ბირჟის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა ლეგიტიმურია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი