ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NFT-ით დაინტერესდა

0
881

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადების თანახმად, Xinhua გამოსცემს თავის პირველ სერიას NFT კოლექციებისათვის.

ეს არის Blockchain-ზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ადრე ერიდებოდა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Xinhua 2021 წელს ჟურნალისტების მიერ გადაღებული 11 ფოტოს 1.0000 ასლის გამოქვეყნებას გეგმავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ჩინეთის მხრიდან NFT-ებისკენ გადადგმული ნაბიჯი ცოტა დამაბნეველია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ბიტკოინისა და ეთერიუმის მაინინგი აიკრძალა, ჩინეთმა ახლახანს მიზნად დაისახა NFT-ის შეგროვება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჩინეთის მთავრობამ განცხადებების სერია გამოაქვეყნა, რომელიც NFT ბაზრის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ყველა განცხადებაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ NFT-ის ოპერაციები არის უზარმაზარი “ეკონომიკური ბუშტი“.

ჩინეთის ხელისუფლება კი NFT-ის ოპერაციებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი