იაპონიის მარეგულირებელი ახალი ინიციატივით გამოდის

0
2069

იაპონიის ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური მომსახურების სააგენტო განიხილავს მარეგულირებელი სისტემის შეცვლას.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება აქვეყნებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური მომსახურეობის სააგენტო კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობასა და გადახდის სისტმას უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას.

როოგორც სააგენტოში ამბობენ, ახალი მარეგულირებელი სტრუქტურა მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებს გააუმჯობესებს.

ამასთანავე, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, კრიპტოვალუტის იურიდიული საკითხი უკვე განსაზღვრულია. იაპონიაში კრიპტოვალუტა ელექტრონული გადახდის საშუალებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ იაპონია არგენტინაში გამართულ G20 სამიტზე კრიპტოვალუტის რეგულირების მომხრე იყო. თუმცა, იაპონიის წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ მთავარი პრობლემა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ეხებოდა.

ამავე საკითხს ეხმიანება ბოლო დროს, თვითრეგულაციის სტრუქტურაც. თვითრეგულაციის სისტემა მიზნად ისახავს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების გაუმჯობესებას. ამასთანავე, ნელ-ნელა იკრძალება ანონიმურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტები: მონერო და Zcash-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი