კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1387

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევას განიცდიდა.

ბიტკოინი

ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი 6.800 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 6.553 დოლარამდე შემცირდეს.

თუკი კრიპოტვალუტის კურსი ამ ნიშნულამდე ჩამოვა მოსალოდნელია, რომ შემდეგ ფასი 5.600 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ექსპერტების ნეგატიური პროგნოზის არ გამართლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი დაუბრუნდეს 7.000 დოლარის ნიშნულს.

ფასის ზრდის ტენდენციის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლოა, კურსი 7.454 დოლარის დონეზე აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ეთერიუმი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 153 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 157 დოლარს შეადგენს.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის კურსი 137 დოლარამდე შემცირდეს. თუკი ალტკოინი ამ დონის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს შესაძლოა, კურსი 117 დოლარამდე დაეცეს.

ამასთანავე, ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 250 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობის განახლებას.

რიპლი

ამ ეტაპზე რიპლის ფასი 0.19 დოლარს შეადგენს. ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 0.17 დოლარია.

თუმცა ანალიტიკოსები რიპლის კურსის მატებას არ გამორიცხავენ.

თუკი ალტკოინის ფასი გაიზრდება რიპლის მოსალოდნელი დონე 0.27 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ბიტკოინ Cash-ის კურსმაც ოდნავ დაიკლო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი დაახლოებით 0.21%-ით არის შემცირებული.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინ Cash-ის მომდევნო სამიზნე დონე ფასის ზრდის შემთხვევაში 250 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერბს ამ ეტაპზე ვაჭრობას არ ურჩევენ. ექსპერტები რეკომენდირებენ, რომ ტრეიდერები კურსის ცვლილებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ბოლო სამი დღის განმავლობაში ლაიტკოინის კურსი 40 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაიკლებს მომდევნო დონე 35 დოლარი იქნება. ფასის ზრდის შემთხვევაში კი შესაძლოა, ლაიტკოინის კურსმა 47 დოლარის დონესაც კი მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ფასის ზრდის ტენდენციის დაფიქსირებისთანავე ვაჭრობას რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი