LG-ის საკონსულტაციო ჯგუფი Blockchain ქსელში ინტეგრირდება

0
1837

LG-ის საკონსულტაციო ჯგუფი KardiaChain ქსელს უერთდება.

ელექტრონული გიგანტი LG მხარს უჭერს ვიეტნამის ჰიბრიდული Blockchain-ის ახალ ინიციატივას IT და საკონსულტაციო შვილობილი კომპანიის საშუალებით. მათი ფუნქცია ახალ თანამშრომლობაში მიმდინარე პროექტების ტექნიკური უზრუნველყოფა და საბოლო პროდუქციის ტესტირებების შემოწმება იქნება.

განცხადების თანახმად, LG CNS-ი შეამოწმებს KardiaChain mainnet-ს, ვიეტნამურ მსხვილ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა მრავალეროვნული კონგლომერატი Geleximco, გლობალური ტექნიკური ბიზნესი HPT ვიეტნამი და Mai Linh Group-ი.

პარტნიორობის ფარგლებში, KardiaChain-ი ასევე იმუშავებს LG CNS– თან, რათა დააკავშიროს Blockchain-ი LG CNS–ის Blockchain პროტოკოლთან, რომელიც ცნობილია Monachain-ს სახელით.

აღნიშნულ ქსელში ინტეგრაცია 2018 წელს დაიწყო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ KardiaChain-ი და LG CNS-ი აპირებენ ითანამშრომლონ სხვადასხვა პროგრამაში დეცენტრალიზებული იდენტურობის, აგრეთვე ემიტირებისა და “ჭკვიანი ტექნოლოგიის” შესახებ.

ასევე LG CNS-ი KardiaChain-ს 2021 წელს სამხრეთ კორეის ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი