ვიეტნამის დედაქალაქში კრიპტოვალუტით ტრანზაქციები იკრძალება

0
1962

ვიეტნამის დედაქალაქის მრეწველობისა და ვაჭრობის დეპარტამენტმა აკრძალა ორგანიზაციებისა და კერძო პირების ჩართვა ინტერნეტ საქმიანობაში, რომელიც ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს ტრანზაქციებით არის დაკავებული.

ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობა გამოსცემს დეკრეტს უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტებზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვიეტნამში აკრძალულია კრიპტოვალუტისა და მსგავსი ციფრული ვალუტების გამოყენება.

გარდა ამისა, დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ 2018 წლის იანვრის მონაცემებით, კრიპტოვალუტის გამოშვება და გამოყენება შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხად იქცეს.

კრიპტოვალუტის მარეგულირებლის მოქმედება ვიეტნამში გასულ კვირას გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა ენგაინ ქსიუან პუკმა მთავრობასა და ფინანსურ ორგანოებს მოუწოდა კრიპტოვალუტის ვალდებულებების შესრულების კონტროლისკენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ვიეტნამში კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენება იკრძალება. თუმცა პრემიერ-მინისტრის ბრძანების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო კრიპტოვალუტის უფრო მტკიცე და ფართო მარეგულირებელ სისტემის შექმნაზე ფიქრობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი