პირველ აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2182

ოთხშაბათს, პირველ აგვისტოს კრიპტოვალუტის ბაზარი ისევ შემცირებას განიცდიდა.

ბიტკოინი 8.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. პირველ აგვიტოს ბიტკოინის ღირებულება 7.900 დოლარს შეადგენდა. უნდა აღინიშოს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 24 საათის განმავლობაში 3%-ით შემცირდა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს დაფიქსირებული ზრდის ტენდეციამ პიკს 25 ივლისს მიაღწია, როდესაც ბიტკოინის ფასი 8.431 დოლარი იყო.

ამ ეტაპისთვის ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში 9.3%-ით არის შემცირებული, ხოლო თვიური ზრდა 17.74%-ია.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 5%-ით შემცირდა და კრიპტოვალუტის ღირებულებამ 411 დოლარი შეადგინა. ეთერიუმმა დღის განმავლობაში ჯერ 19 დოლარი დაკარგა და კურსი 425 დოლარზე ჩამოვიდა, შემდეგ კი კვლავ განაგრძო შემცირება და 410 დოლარის ნიშნული დაიჭირა.

ეთერიუმის კურსი კვირის განმავლობაში 13%-ით არის შემცირებული, ხოლო კრიპტოვალუტის თვიური დანაკარგი 11%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის პირველ აგვიტოს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 277 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი