12 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1614

ოთხშაბათს, 12 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ გაიზარდა. გუშინდელი ფასების კლების შემდეგ დღევანდელი მონაცემები ნამდვილად პოზიტიური ტენდენციის მაჩვენებელია.

ბაზრის ზრდა აისახა ბიტკოინის კურსზე. კრიპტოვალუტის ფასი 8.000 დოლარის ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 7.987 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმცა დღის მეორე ნახევარში ფასის მონაცემები გაუმჯობესდა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 8.150 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაცია გაზრდილიდა და ის 26.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 16.6 მილიარდი დოლარია.

ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 3.15%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კი ალტკოინის ფასის ნიშნული 250 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 256.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი