კუბის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის ლიცენზირების სისტემა შემოიღო

0
810

იმ ნაბიჯის ფარგლებში, რომელიც პოტენციურად ხელს შეუწყობს კუბის ახალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდას, Banco Central de Cuba ციფრულ ვალუტებზე ლიცენზიის გაცემას დაიწყებს.

ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება სურს მომხმარებლებისათვის ჯერ კუბის ცენტრალური ბანკისაგან უნდა აიღოს ლიცენზია.

„კუბის ცენტრალური ბანკი ლიცენზიის მოთხოვნის განხილვისას აფასებს ინიციატივის კანონიერებას, შესაძლებლობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესს, პროექტის მახასიათებლებს, განმცხადებლების პასუხისმგებლობას და ამ საქმიანობაში გამოცდილებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც არ მუშაობენ ამ ლიცენზიით და მომავალში ვალდებულები არიან აიღონ ეს ლიცენზია მუშაობის გასაგრძლებელად, არ აღების შემთხვევაში დაეკისრებათ ახალი კანონით გათვალისწინებული ჯარიმები.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შევა.

“ციფრული ვალუტების მომსახურების მიმწოდებლის ლიცენზიები დამტკიცებულია ერთი წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მეორე წლით, ამ ტიპის საქმიანობის ექსპერიმენტული ხასიათის გათვალისწინებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი