შვეიცარიის გაერთიანებული ბანკი: ბიტკოინის ფასი 213.000 დოლარამდე გაიზრდება

0
3331

ციურიხში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურების კომპანია “შვეიცარიის გაერთიანებული ბანკი” აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასი 213.000 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

“ჩვენი დასკვნების მიხედვით ვაცხადებთ, რომ ბიტკოინი ამ ეტაპზე ძალიან არასტაბილურია და ძირითადად გამოიყენება გლობალური ტრანზაქციების განსახორციელებლად”,-ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საბაზრო კვლევის ფირმა Chainalysis-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ბიტკოინის სავაჭრო სექტორის ბირჟის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა ამ წლის განმავლობაში, რამაც საბოლოოდ 4.7 მილიონ დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ბაზრებზე ფასების არასტაბილურობის გათვალისწინებით, Chainalysis-ის ეკონომისტმა კიმ გრაუერმა განაცხადა, რომ გასულ წელს ფასები ისე სწარაფად იცვლებოდა, რომ დღეში სრულიად შესაძლებელი იყო 1000 დოლარის დაკარგვა.

საერთაშორისო კომპიუტერული მეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ციფრული ვალუტა არ არის რეალურად გამოსადეგი, როგორც გადახდის ფორმა. ამის ძირითად მიზეზად კი ტრანზაქციების საფასური დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ “შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის” ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიტკოინის ქსელის დამუშავების ეფექტურობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, რათა მოქნილ გადახდის ფორმად იქცეს, ზოგიერთი ტექ.-ინვესტორის მიიჩნევს, რომ მომავალში ერთადერთ გადახდის საშუალებად ბიტკოინი იქნება გამოყენებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი