შაბათ-კვირას დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2402

შაბათს, 7 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარზე განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბიტკოინის კურსი 6.635 დოლარის გარშემო მოძრაობდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის კურსი არც დაეცა და არც მოიმატა, წინა შაბთთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესებული მაჩვეენებლი ჰქონდა.

დიდად არც ეთერიუმის კურსი შეცვლილა. კრიპტოვალუტა დაახლოებით, 467 დოლარი ღირდა. 24 საათის განმავლობაში ეთერიუმი 1%-ზე ნაკლებით შემცირდა.

Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, შაბათს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 266 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება კვირა დღეს: 8 ივლისს ბიტკოინის კურსი დაახლოებით, 6.752 დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა.

კვირას ეთერიუმის ფასმაც მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით, 492 დოლარს შეადგენდა. ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში, თითქმის, 5%-ით გაიზარდა. ხოლო, კვირის განმავლობაში კი, თითქმის, 9%-ით.

ბიტკოინ Cash-ს 24-საათიან პერიოდში მყარი 5%-იანი ზრდა აქვს. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით, 766 დოლარამდე მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ კვირა დღის კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 276.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი