ჰაკერებმა მონაცემთა დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდი ბიტკოინით მოითხოვეს

0
1157

საერთაშორისო პლატფორმის MongoDB კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა.

ჰაკერებმა 22,900 დაუცველ მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და მონაცემები წაშალეს. აღნიშნული ქმედების შემდეგ ჰაკერებმა მითვისებული მონაცემების გამოსასყიდი ბიტკოინით მოითხოვეს.

როგორც გაირკვა მონაცემების 47% ჰაკერების ხელში აღმოჩნდა.

ჰაკერებმა გამოიყენეს ავტომატური სკრიპტი თითოეული მონაცემთა ბაზის დასასკანერებლად და დატოვეს გამოსასყიდის ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული მონაცემისთვის ჰაკერები 0.015 ბიტკოინის ითხოვდნენ, რაც დაახლოებით 140 აშშ დოლარს შეადგენს.

საერთო ჯამში, ჰაკერები პლატფორმისგან 3.2 მილიონ დოლარს მოითხოვდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი კალიფორნიის უნივერსიტეტში განმეორდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნივერისტეტის პროგრამულმა ჯგუფმა უსაფრთხოების დარღვევის ინციდენტი დააფიქსირა.

ამ ფაქტის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერში ნათქვამია, რომ NetWalker-ის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა შეტევამ შეზღუდული რაოდენობის მედიცინის სკოლის სერვერებზე გავლენა მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსტიტეტის ტექნიკურმა ანალიტიკოსებმა შესაბამისი ზომები მიიღეს ჰაკერების მიერ ინფორმაციის არ გამჟავნების მიზნით კალიფორნიის უნივერსიტეტმა გამოსასყიდი მაინც გადაიხადა.

უნივერსიტეტმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით მილიონი დოლარი გადაუხადა. ჰაკერებმა გამოსასყიდის ბიტკოინით გადახდა მოითხოვეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი