ნომერ პირველი კრიპტობირჟა Binance-ი 2018 წელს მილიარდიან მოგებას ელოდება

0
2055

კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი იმედოვნებს, რომ კომპანიის მოგება 2018 წელს 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა Binance-ის პირველი ნახევარი თვის შემოსავალი დაახლოებით, 300 მილიონი დოლარი იყო.

Binance-ი არის ლიდერი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც რეგულარულად პირველია ყოვლედღიური ვაჭრობის მოცულობით. ამჟამად, ბირჟა პირველ ადგილზეა დაახლოებით, 1.2 მილიარდი დოლარის ტრანზაქციებით, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელდა.

ბირჟას ეს უზარმაზარი მოგება უბიძგებს გაფართოებისკენ. როგორც ცნობილი გახდა, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ბირჟის ოპერირება უგანდასა და ბერმუდის კუნძულებზე.

გაფართოების მხრივ, Binance-სს არც Huobi და Coinbase-ი ჩამორჩებიან. Huobi-მ ავსტრალიაში 5 ივლისს დაიწყო ოპერირება. ბირჟა ასევე ემზადება აშშ-ში ვაჭრობის დასაწყებადაც.

რაც შეეება Coinbase-სს, ბირჟა აქტიურად აკვირდება იაპონიის ბაზარს და ამასთანავე, ინარჩუნებს აშშ-სგან მიღებულ ლიცენზიას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი