დიდი ბრიტანეთი კრიპტო მომხმარებლებს აფრთხილებს

0
1773

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური ქცევის ორგანო მომხმარებლებს აფრთხილებს. მარეგულირებელი სიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული 111 კრიპტო კომპანია არის არასანდომიანი, რადგან მათ არ გაუვლიათ სავალდებულო სარეგისტრაციო პროცედურები.

10 იანვრიდან ბრიტანეთში დაფუძნებულ ყველა კრიპტო კომპანიას ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების საწინააღმდეგო ზომები უნდა მიეღო.

აგრეთვე, კომპანიებს ოფიციალური რეგისტრაცია უნდა გაევლოთ, რათა მათი საქმიანობა ყოფილიყო ლეგალური.

City & Financial’s City Week-ის ღონისძიებაზე მარეგულირებელი ორგანოს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ სტიუარდმა დაადასტურა, რომ არარეგულირებული კრიპტო ორგანიზაციები საფრთხეს უქმნიან მომხმარებლებს, ბანკებსა და საგადახდო კომპანიებს, რომლებიც მათთან ურთიერთობენ.

მარკ სტიუარდმა განაცხადა, რომ ძალიან წუხს აღნიშნულის გამო და საზოგადოებას მეტი სიფრთხილისაკენ მოუწოდებს, რადგან ეს რისკი რეალურია.

შესაბამისად, მარეგულირებელმა შეადგინა და გამოსცა 111 კომპანიის სია, რომლებთანაც ურთიერთობისაგან თავი უნდა შეიკავონ, როგორც ფიზიკურმა ასევე იურიდიულმა პირებმა, ბანკებმა და სხვა ნებისმიერმა, ვინც ურთიერთობს ან მომავალში აპირებდა ურთიერთობას ამ კომპანიებთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი