ნიგერიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის მაჩვენებელი გაზრდილია

0
1005

მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნიგერიაში კრიპტოვალუტის მიღება კვლავ იზრდება. ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მონაცემების თანახმად, ამ მხრივ, გასული კვირა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი აღმჩნდა.

Google Trends–ის მონაცემების თანახმად, ნიგერია კვლავ აქტიურია და ძიების მონაცემების თანახმად, ნიგერილი მოსახლეობა ისევ აქტიურად წერს საძიებო ველში სიტყვა „ბიტკოინს”.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ნიგერია მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება, როგორც სიდიდით მეორე უმსხვილესი ბაზარი ბიტკოინის ვაჭრობის მხრივ.

ნიგერიაში ბიტკოინის მზარდმა მიღებამ ხელი შეუწყო წამყვან ქვეყანად ჩამოყალიბებულიყო, რადგან გასულ კვირას მათ 18,8 მილიონის ვაჭრობა დააფიქსირეს, აშშ-მ კი მხოლოდ 18 მილიონი დაფიქსირდა.

პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების შერწყმამ განაპირობა კრიპტოვალუტის მიღება, მათ შორის სოციალურმა პრობლემებმა, ვალუტის კონტროლმა და ყოვლისმომცველმა ინფლაციამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტატისტიკების კომპანიამ, Statista-მ მარტში ნიგერიაში კრიპტოვალუტის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ნიგერიის მოქალაქე ფლობდა, ან აპირებდა, უახლოეს მომავალში, კრიპტოვალუტის შეძენას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი