Chamber of Progress-ი კრიპტოვალუტის რეგულაციას ითხოვს

0
847

ტექნიკური სავაჭრო ჯგუფი Chamber of Progress-ი, შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს მოუწოდებს კრიპტო სივრცეში მარეგულირებელი სიცხადის აუცილებლობისკენ, რათა თავიდან აიცილონ კომპანიების მონოპოლიზაცია ქვეყანაში.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ წერილი, რვა კომიტეტის თავმჯდომარეს გაეგზავნა წარმომადგნელობით პალატასა და სენატში. ფინანსური პოლიტიკის დირექტორმა, ჯანაი ეიომ, მოუწოდა კონგრესს განიხილოს წინსვლა არსებითი კანონმდებლობის შესახებ, რათა უზრუნველყოს ქვეყნის კრიპტო ინდუსტრიის მომავალი.

სავაჭრო ჯგუფის თანახმად, მთავრობის ლიდერებმა, მათ შორის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის, სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის, ფედერალური სარეზერვო ბანკისა და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მოუწოდეს კონგრესს უხელმძღვანელოს ციფრული ვალუტების მარეგულირებელი სისტემის შექმნას.

„კონგრესის ქმედებების გარეშე, მკაფიო წესებისა და რეგულაციების ნაკლებობამ ხელი შეუწყო კრიპტო ბაზრებზე არსებულ არასტაბილურობას. „ზოგიერთმა კომპანიამ კი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, ისარგებლა ბაზარზე მკაფიო რეგულაციების არარსებობით.“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი