კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
4166

ამ კვირაში კრიპტოვალუის კურსი არცთუ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ეს კვირა ციფრული ვალუტისათვის პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტამ ვარდანა შეწყვიტა. ამასთანავე, ექსპერტები მომავალი კვირისთვის ციფრული ვალუტის ფასის ზრდას ელოდებიან.

ბიტკოინი

წინა კვირის ანალიზში ექსპერტები მოგებას 10,700 დოლარის ნიშნულზე ვარაუდობდნენ. ასევე, პროგნოზირებდნენ, რომ ბიტკოინი 11.400-დან 12.200 დოლარამდე იმერყევებდა და ზუსტად 12.200 დოლარის ნიშნულზე ტრეიდერებს ვაჭრობა უნდა შეეწყვიტათ.

ამ კვირას ბიტკოინი ფასის ზრდას კვლავაც შეეცდება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კურსის ნიშნულმა 12.200 დოლარზე მეტი უნდა აჩვენოს.

თუმცა, როგორც მოვაჭრეები, ექსერტებიც მზად უნდა იყვენენ მოვლენების ნებისმიერი გზით შეტრიალებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბიტკოინის ფასი 12.200 აშშ დოლარის ზღვარს არ გადასცდება, მაშინ დიდი შანსია, რომ კრიპტოვალუტამ 9.500-დან 12.200 დოლარის ფარგლებში იმერყეოს.

აქედან გამომდინარე, ტრეიდერებმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ კურსის მოძრაობა. აუცილებელია, რომ ბიტკოინმა 12.200 დოლარს მიაღწიოს და გადააჭარბოს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ტრეიდერები უნდა გაუფრთხილდნენ არსებულ მოგებებს.

ეთერიუმი

ამ კვირაში ეთერიუმს არცთუ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. წინა ანალიზში ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევდნენ, რომ პოზიციები შეენარჩუნებინათ და ვაჭრობა 780 დოლარზე შეეწყვიტათ.

თუ ეთერიუმი შეძლებს 780 დოლარის ნიშნულის ჯერ შენარჩუნებას, შემდეგ კი გაზრდას, მაშინ სავარაუდოა, რომ მისი ფასი 830 დოლარამდე გაიზრდება. ამ შემთხვევვაში ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ სწორედ 830 დოლარის ნიშნულზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

საბოლოოდ, ეთერიუმის კურსის მნიშვნელოვან ზრდად ჩაითველება ის მონაცემი, როდესაც ეთერიუმი 980 დოლარის ნიშნულზე იქნება.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი ფასის მოძრაობას 1.150 და 1.355 დოლარს შორის აგრძელებს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ფასის ასეთ მოძრაობას კრიპტოვალუტა ამ კვირაში შეწყვეტს. სავარაუდო კურსი 1.355 და 1.125 დოლარის ფარგლებში განისაზღვრება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ როდესაც კრიპტოვალუტა 1.355 დოლარზე ზემოთ იქნება მაშინ ივაჭრონ. ბიტკოინ Cash-ის პირველი სამიზნე 1.560 დოლარია. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა მოახერხებს და 1.600 დოლარის ნიშნულს მიაღწევს, მაშინ შემდეგი ზღვარი 1.800 დოლარი იქნება.

თუმცაღა, თუ ბიტკოინ Cash-ის კურსი დაიწევს, რა თქმა უნდა, ესქპერტების ეს პროგნოზი უსარგებლო აღმოჩნდება.

რიპლი

ამ კვირაში, როგორც ჩანს, რიპლის მიმართ ტრეიდერების ინტერესი დაბალი იყო. ბოლო რვა დღის განმავლობაში რიპლის კურსი 0.85-დან 0.99 დოლარამდე მერყეობდა.

თუ რიპლი მოახერხებს ზრდას, სავარაუდო კურსი 1.12 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ამ წინააღმდეგოაბს დაძლევს, მაშინ რიპლის ფასი 1.23 დოლარს მიაღწევს.

მეორე მხრივ, თუ კურსი 0.85 დოლარზე დაეცემა, ფასის მომდევნო დავარდნა 0.72 დოლარზეა მოსალოდნელი.

გამომდინარე იქიდან, რომ რიპლის ფასის ზრდაც და დაცემაც თანაბრად მოსალოდნელია ექსპერტები კურსის ცალსახა მომატებისა ან დაკლების პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინი არის ერთ-ერთი ის კრიპტოვალუტა, რომელმაც კურსის სავარაუდო ზრდის მაჩვენებელს გადააჭარბა. წინა კვირას, ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ლაიტკოინის კურსი 170-დან 200 დოლარის ფარგლებში იმერყევებდა. ხოლო, ტრეიდერებს ურჩევდნენ, რომ ვაჭრობა 200 დოლარზე შეეწყვიტათ.

ამ კვირას კი ასეთი მდგომარეობაა მოსალოდნელი: იმ შემთხვევაში, თუ კურსი გაიზრდება კრიპტოვალუტის ფასი 240 დოლარი იქნება. ხოლო, თუ ლაიტკოინი დაეცემა მაშინ ფასის ნიშნული 220 დოლარზე ჩამოვა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ლაიტკოინის ფასი მოიმატებს მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტა 220 დოლარის ზღვარს გადალახავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი