დევიდ ლუისი: ქვეყნებმა G20-ის რეკომენდაცია რეგულაციის შესახებ გაითვალისწინეს

0
1558

ფინანსური სამოქმედო ჯგუფის G20-ის აღმასრულებელი მდივანი, დევიდ ლუისი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის კომპანიებს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, სანამ ისინი შესაბამის სიმაღლეებს მიაღწევენ.

2019 წელს ფინანსურმა სამოქმედო ჯგუფმა სთხოვა სამთავრობო იურისდიქციებს მიეღოთ მათ მიერ შემოუშავებული ციფრული ვალუტის განკარგვის პრინციპები.

დღეს V20 კონფერენციაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, დევიდ ლუისმა მიმოიხილა ჩატარებული ციფრული ვალუტის ოპერაციები.

FATF არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელსაც ევალება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა.

მისი 2019 წლის დირექტივები კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ მიზნად ისახავს ციფრული აქტივების არაკანონიერი გამოყენების შერბილებას და სექტორის ტრადიციულ საბანკო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.

დევიდ ლუისმა კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ იურისდიქციების უმრავლესობამ ახლა მათ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებები გადაიტანა შიდა სამართლებრივ სისტემებში.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე თვის წინ, G20-ის ფინანსური სტაბილურობის საბჭომ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 10 რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი. რეკომენდაციები ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრული ვალუტების მარეგულირებელ სისტემას ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი