ნიუ-იორკის შტატი Blockchain-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების მიზნით გამოიყენებს

0
842

ნიუ-იორკის შტატის მცდელობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხში დამატებითი Blockchain ტექნოლოგიის შესყიდვაში გამოიხატა, რომელსაც ფინანსური სერვისების დეპარტამენტი ახორციელებს.

განცხადების თანახმად, ფინანსური სერვისების დეპარტამენტი ამ ტექნოლოგიას ფედერალურ სანქციებს დაქვემდებარებული რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების აღმოსაჩენად გამოიყენებს, შემდგომში კი მათზე შესაბამის ზემოქმედებას განახორციელებს.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოჩულმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ვალდებულები არიან რუსული ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიების სერვისებზე უარი თქვან. ასევე უწყებებმა იმ სუბიექტების მომსახურებაზეც უარი უნდა განაცხადონ, ვინც რუსულ კომპანიებს დახმარებას უწევენ.

„აშშ-ში ნიუ-იორკი ურაინელებისათვის ყველაზე დიდი სახლია და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ტექნოლოგიურ აქტივებს ჩვენი ხალხის დასაცავად. ამით რუსეთს ვაჩვენებთ, რომ მათ მიერ უკრაინაში წარმოებული ომს სერიოზულად ვუდგებით”,- განაცხადა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის ახალი და მიმდინარე კანონმდებლობა, ციფრული ვალუტებით ოპერაციების შემსრულებელ პირებსა და კომპანიებს მოუწოდებს, რომ BitLicense-ზე გაიარონ სავალდებულო რეგისტრაცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი