ჰოლანდიის უმსხვილესი ბანკი კრიპტოვალუტისათვის საფულეს ქმნის

0
2492

უმსხვილესი ჰოლანდიური ბანკი, Rabobank-ი, რომლის სერთო მენეჯმენტი 681 მილიარდ ევროს შეადგენს კრიპტოვალუტის საფულის სისტემის განვითარებას გეგმავს.

ბანკის “Moonshot” პროგრამის ფარგლებში ციფრული საფულე ბანკის კრიპტოვალუტის პროექტს “Rabobit”-ის ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ ივნისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება “Moonshot”-ის ნაწილობრივი პრეზენტაცია, ბანკმა საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა პროექტის ერთგვარი რეკლმა, რათა Blockchain-ის პოტენციური მომსახურება და ამ ტექნოლოგიის მიმართ საზოგადოების ინტერესი შეაფასოს.

Rabobit-ის თანახმად, მომხმარებელს ერთი საბანკო ანგარიშის მეშვეობით საშუალება მიეცემა გააგზავნოს და მიიღოს თანხები, მათ შორის კრიპტოვალუტაში.

Rabobank-ი საერთაშორისო ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ბანკია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 8.7 მილიონ კლიენტს ემსახურება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკს ყოველთვის არ ჰქონდა ასეთი დადებითი დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ. გასულ თვეში, ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი განაცხადა, რომ ბიტკოინში კაპიტალდაბანდება სარისკოა.

“საკუთრებისა და ღირებულების გადაცემა სრულიად ანონიმური უნდა იყოს. მასზე მეთვალყურეობას ისეთი მესამე მხარე, როგორიცაა მთავრობა არ უნდა ახორციელებდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა არ აკმაყოფილებს Rabobank-ის მიერ დადგენილ უმაღლეს სტანდარტებს”, – განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში, სამხრეთ კორეის შინჰან ბანკმაც განაცხადა, რომ საკუთარი კრიპტოვალუტისათვის საფულეს ქმნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი