ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ფაბიო პანეტა, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მხარდამჭერი და კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანია.
რამდენიმე დღის წინ ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ CBDC-ების შემუშავებით ცენტრალური ბანკები კვლავ ნდობით ისარგებლებენ.
პანეტამ 2022 წელიც შეაფასა და კრიპტოვალუტის სექტორი გააკრიტიკა.
„გასულ წელს ციფრული ვალუტების ბაზარი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ინვესტორებმა კი კაპიტალი დაკარგეს”,- აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა.
ამასთანავე, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ, განაცხადა, რომ შესაძლებელია, ციფრული ევრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ირლანდიის ეროვნულ კოლეჯში გამოსვლისას, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ 2023 წელს ECB-ს შეუძლია დაიწყოს გადაწყვეტილებების შემუშავება და ტესტირება ევროკავშირის წევრებისთვის ციფრული ევროს მიწოდების მიზნით. ამ ფაზას კი შესაძლოა, სამი წელი დასჭირდეს.