საფრანგეთის ცენტრალური ბანკი ლიცენზირების სისტემის გამკაცრებას ითხოვს

0
859

საფრანგეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კრიპტო ბაზრებზე არეულობა ადასტურებს კრიპტო კომპანიებისთვის სავალდებულო ლიცენზირების სქემაზე გადასვლის აუცილებლობას.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა მოითხოვა უფრო მკაცრი ლიცენზირების სისტემის შემოღება.

ფრანსუა ვილეროი დე გალჰაუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი არ უნდა დაელოდოს ევროკავშირის კრიპტო კანონების მიღებას.

ევროპარლამენტის კრიპტოვალუტების ბაზრის კანონპროექტი (MiCA), რომელიც ითვალისწინებს კრიპტოლიცენზირების რეჟიმს, სავარაუდოდ, ძალაში 2024 წლამდე არ შევა.

„საფრანგეთისთვის სასურველია გადავიდეს DASP-ის სავალდებულო ლიცენზირებაზე, რაც შეიძლება მალე და არა მხოლოდ რეგისტრაციაზე. ამჟამად, კრიპტო ბიზნესები, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიპტო ვაჭრობას და მეურვეობას, ვალდებულნი არიან ფინანსური ბაზრების ორგანოში (AMF) დარეგისტრირდნენ”,- განაცხადა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ 60 AMF-ში რეგისტრირებული კრიპტო კომპანიებიდან არცერთი არ არის ლიცენზირებული, როგორც DASP-ი.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვა იანვარში დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი