ტაილანდის ერთ-ერთი ბანკი Bitkub-ის 51%-ს იყიდის

0
935

ტაილანდის უძველესი ბანკი გეგმავს გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Bitkub-ის აქციონერი.

ოფიციალური განცხადების თანახმად, Siam Commercial Bank-ის SCB X Group-ი ტაილანდში დაფუძნებული კრიპტო ბირჟის Bitkub-ის 51%-ს იყიდის. თანხა 17,85 მილიარდ ბატს შეადგენს, რაც დაახლოებით 536,7 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.

Siam Commercial Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ართიტ ნანტავიტაიამ განაცხადა, რომ შესყიდვა ეფუძნებოდა ბიზნესის ზრდას ციფრული ვალუტების სივრცეში ბოლო ორი წლის განმავლობაში და მოსალოდნელ ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაში მიანიშნა ტაილანდში ციფრული ვალუტების ეკოსისტემის გაძლიერებისა და ზრდის შესახებ.

„Bitkub-ი აღარ არის მხოლოდ სტარტაპი. ის უკვე აუცილებელი ფინანსური ინფრასტრუქტურაა ინდუსტრიისთვის”,- განაცხადა კრიპტოვალუტის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს.

მარეგულირებელმა დამატებითი რეგულაციების კომპლექტი ინვესტორების დაცვისთვის შექმნა.

ახლად შემოთავაზებული წესები ეხება ციფრული ვალუტის ანგარიშებზე ტრადიციული ვალუტის შენახვასა და ასევე კრიპტოვალუტის დაკრედიტებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი