ბიტკოინის ფასი შემცირდა

0
1442

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ახალი კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტის კურსი კიდევ უფრო დაეცა.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 34,900-სა და 36,100 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, კვირა საღამოს ბიტკოინის კურსი მკვეთრად შემცირდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 30.000 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 34,060 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 34,222 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 30,295 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 30,296 დოლარზე დაიხურა.

10 მაისის დღის პირველი ნახევრის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 32,240 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 3,57%-ით დაიკლო.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება კი 16,22%-ის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 მაისს დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 616 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი