ინდოეთში Paytm-ი ბიტკოინის სერვისს მას შემდეგ დანერგვას, რაც ქვეყანას მკაფიო მარეგულირებელი სისტემა ექნება

0
891

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის გადახდის კომპანია, Paytm-ი ბიტკოინის სერვისების დანერგვას განიხილავს.

ინდოეთის წამყვანმა ციფრული გადახდების კომპანია Paytm-მა განაცხადა, რომ განიხილავს ბიტკოინის სერვისების შემოღებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მარეგულირებელი სისტემა უფრო მკაფიო იქნება.

ჰასლინდა ამინსა და რიშაად სალამატთან საუბრისას Bloomberg TV-ზე მიცემულ ინტერვიუში, Paytm-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, მადჰურ დეორამ განაცხადა, რომ ბიტკოინის გარშემო არსებული წესები ინდოეთში „ნაცრისფერ ზონაში“ რჩება.

„ბიტკოინი კვლავ “ნაცრისფერ ზონაშია”, თუ არ ჩავთვლით მარეგულირებელ აკრძალვებს. ამჟამად Paytm-ი მომხმარებელს ბიტკოინით სერვისს არ სთავაზობს. თუ კრიპტოვალუტა ოდესმე ქვეყანაში სრულად ლეგალური გახდება, მაშინ ცხადია, რომ შეიძლება არსებობდეს შეთავაზებები, რომელთა გაშვება შეგვეძლება ქსელში”,- განაცხადა Paytm-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტების შესახებ ნებისმიერი პოტენციური კანონი სავარაუდოდ 2022 წლის თებერვალში იქნებოდა განხილვაზე წარდგენილი.

ინდოეთის მთავრობამ კი შესაძლოა, თებერვლის დასაწყისშივე განიხილოს კრიპტოვალუტის სამართლებრივი ბაზის შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი