5 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1128

პარასკევს, 5 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 0.30%-ით დაიკლო. აღსანიშნავია რომ, დღეს ფასი 61.533 დოლარის დონეზეა.

თუმცა გუშინ, დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე მაღალი ნიშნული 63.123 დოლარზე დაფიქსირდა.

ანალიტიკოსები კი ელოდებიან, რომ 2021 წლის ბოლომდე ბიტკოინი 65.000 დოლარის ზღვარს გადალახავს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 0.48%-ით არის გაუმჯობესებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი ზრდის ნაცვლად შემცირდა.

5 ნოემბერს ეთერიუმის კურსის ნიშნული კვლავ 4.488 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღის განმავლობაში მიღებულმა დანაკარგმა კი 0.87% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 5 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 711 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი