ტაილანდის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა საზოგადოება კრიპტო თაღლითობასთან დაკავშირებით გააფრთხილა. როგორც ცნობილი გახდა, თაღლითები უცხოეთში მოქმედი ციფრული ვალუტის სავაჭრო კომპანიების სახელს იყენებდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას Bangkok Post-ი აქვეყნებს.
ტაილანდის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ აღმოაჩინა ახალი კრიპტო თაღლითური სქემა, რომლითაც შესაძლებელია ინვესტორებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინვესტიცია განახორციელონ.
მარეგულირებლისთვის ცნობილი გახდა საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე თაღლითური კომპანიის სახელწოდება. კომპანიებს შორის იყო FX სავაჭრო კორპორაცია, რომელიც არ არის უფლებამოსილი ციფრული ვალუტით ვაჭრობა აწარმოოს.
მარეგულირებლის თქმით, ამ დრომდე არ არის ცნობილი თაღლითობის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სინგაპურის მარეგულირებელმა კრიპტო თაღლითობის სქემა გამოამჟღავნა.
სინგაპურის სავალუტო ორგანომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ონლაინ თაღლითობის სქემა აღმოაჩინა.
ეს სქემა სხვა თაღლითური შემთხვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ დამნაშავეებმა სინგაპურის ყოფილი პრემიერ მინისტრის სახელი გამოიყენეს.
ყალბი ვებ-საიტი ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ავრცელებდა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებდა.