კვლევის მიხედვით, კანადის მოქალაქეები ბიტკოინს საინვესტიციო მიზნით იყენებენ

0
3140

კანადის ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ კანადის მოქალაქეები ბიტკოინს ძირითადად საინვესტიციო მიზნებისთვის იყენებდნენ.

კანადის ცენტრალური ბანკის მიერ კვლევა ჩატარებულია მოკლევადიან პერიოდში 2017 წლის 12 დეკემბრამდე. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 20.000 დოლარზე დაფიქსირდა.

კვლევის შედეგების თანახმად, კანადელები 2017 წელს ბიტკოინს ძირითადად საინვესტიციო მიზნებისთვის იყენებდნენ და ნაკლებად ტრანზაქციების კუთხით.

გამოკითხულთა 58% ამბობდა, რომ ბიტკოინს მხოლოდ ინვესტიციისთვის იყენებდა, 12% კი ბიტკოინს იმიტომ იყენებდა, რომ მისი მეგობრების უმტესობა ფლობდა ბიტკოინს. ბიტკოინს კანადელების 7% ახალი ტექნილოგიების მიმართ ინტერესიდან გამომდინარე იყენებდა, ხოლო 6% ინტერნეტის სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის.

კანადის მოქალაქეები, რომლებსაც ბიტკოინი ერთხელ ან ორჯერ გამოუყენებია ასეთი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი 77-ს შეადგენს.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, კანადის პროვინცია ონტარიო ბიტკოინის გამოყენების კუთხით მესამე ადგილზეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი